სახარების რწმენის ეკლესია შობას აღნიშნავს

თბილისში, სახარების რწმენის ეკლესიაში, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საშობაო მსახურებას სახარების რწმენის ეკლესიის პასტორი, გურამ იმერლიშვილი უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეკლესიაში შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლს შობა-ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა, სტაბილურობა და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, დავით დავითაშვილმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსები გიორგი პატაშური და ზვიად ტყაბლაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება