მცირე და საშუალო ბიზნესებს 31 დეკემბრამდე შეუძლიათ ისარგებლონ „საქართველოს ბანკის“ ახალი სესხით და მიიღონ 2%-მდე ფასდაკლება დოლარსა და ევროში

მცირე და საშუალო ბიზნესებს 31 დეკემბრამდე შეუძლიათ ისარგებლონ „საქართველოს ბანკის“ ახალი სესხით და მიიღონ 2% - მდე ფასდაკლება დოლარსა და ევროში.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

„მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით, ბანკი მომხმარებლებს ახალი შესაძლებლობას აძლევს. ახალი სესხის აღების შემთხვევაში დოლარსა და ევროში ბიზნესები 2%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ.

საქართველოს ბანკის შეთავაზების ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებს ახალი სესხის აღება ნებისმიერი მიზნობრიობით, დოლარში ან ევროში (ეფექტური დოლარში 7.9%-დან | ევროში 6.9% -დან, პროცენტი შესაძლოა მიბმული იყოს საჯარო ინდექსზე) შეუძლიათ. სესხის ვადა კი 120 თვეს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა აღნიშნა, გუნდი ბიზნეს მომხმარებლებისთვის მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით შეთავაზებების შექმნაზე აქტიურ რეჟიმში მუშაობს.

„ამჯერად, ბანკი მორიგ წამახალისებელ აქციას სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეწარმეებს ახალი სესხის აღება 2% იანი ფასდაკლებით, ევროსა და დოლარში, ნებისმიერი მიზნობრიობით შეუძლიათ. ეს შეთავაზება მათთვის არის ვისაც დიდი ხანია სურს დაიწყოს საკუთარი საქმიანობა, ან უკვე არსებული ბიზნესის გაფართოება, ან თუნდაც ახალი მიმართულების დამატება, უკეთესი პირობებით. მსგავსი შეთავაზებებით გვსურს ხელი შევუწყოთ მეწარმეებს და მივცეთ ახალი შესაძლებლობები, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, შექმნან უფრო მეტი სამუშაო ადგილი და უფრო მეტად გაძლიერდნენ “, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა.

შეთავაზების შესახებ მეტი ონფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს