„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 6 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 6 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ პატიმრობაში დატოვების მიზანშეწონილობა განიხილა. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებით პატიმრობა ამ ეტაპზე ძალაში უნდა დარჩეს. მისივე განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი გარემოება და მტკიცებულება, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი იქნება.

აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ექვსი ბრალდებულიდან წარდგენილ ბრალი აღიარა და თავი დამნაშავედ სრულად ცნო ხუთმა პირმა: ბექა ავსაჯანაშვილი, ლაშა ამირანაშვილი, მირიან სვანიძე, ელგუჯა ჩოხელი და გიორგი ქიშმარია. ტატო ხუნდაძე კი, დუმილის უფლებას იყენებდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ გამოაცხადა, ბრალდებულთა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. ამის მოტივად დაასახელეს ის, რომ ირაკლი ეძგვერაძე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, საქმეს მისი სახით დაზარალებული არ ჰყავს, შესაბამისად, საქმის წარმოება საერთოდაც უნდა შეწყდეს. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურამ ექვსივე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. პროკურორის თქმით, დანაშაულის ჩადენისას ექვსივე ბრალდებული მიმალვას ცდილობდა, ამიტომ იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები ყველა ბრალდებული პატიმრობაში უნდა დარჩეს.

აღნიშნულ პოზიცია არ გაიზიარა დაცვის მხარემ და ბრალდებულების მიმართ 3000 და 5000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. ადვოკატის მტკიცებით, არ არსებობს ახალი დანაშაულის, მოწმეზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები და აქედან გამომდინარე, არც პატიმრობაში დატოვების არანაირი წინაპირობა. მოსამართლემ არც აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„ჩვენ ამ ცირკში არ მივიღებთ მონაწილეობას. როგორ დავმშვიდდე, როცა არასწორ გადაწყვეტილებას იღებთ“, - მიმართა მოსამართლეს ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიორგი ქიშმარიამ, მას შემდეგ, რაც პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ გამოცხადდა.

აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებამდე სიტყვით ისარგებლა და მოსამართლეს მიმართა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ტატო ხუნდაძემ, რომელიც გლდანის გამგეობის თანამშრომელია. მისი თქმით, მისთვის ბრალის დასამტკიცებლად საქმეში მტკიცებულება არ არსებობს.

„დასახელდა მიმალვის საფრთხე და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე - ბრალდება არის უსაფუძვლო. ალოგიკურია საუბარი იმაზე, რომ გამოძიებას ხელს შევუშლი, რადგანაც გამოძიება უკვე დასრულებულია. ბატონო მოსამართლე, მინდა, რომ ჩემი, როგორც 27 წლის ბიჭის, თბილისელის აზრი მოისმინოთ. თუ რამე ჩავიდინე ეს უნდა იყოს გამოსწორებადი. მომხდარიდან სახლში წავედი. მეგობრებმა დამპატიჟეს, ბათუმში მივდიოდი ჩემი კუთვნილი მანქანით. ასეთი გაუნათლებელი გგონივართ, რომ გაქცევა მინდოდა და ეს ასეთი უსუსური მეთოდით მინდოდა? მინდა პროკურორებს გაგაცნოთ ჩემი თავი, მე არ ვარ საფრთხის შემცველი. 27 წელია, ჩემით გავაკეთე ყველაფერი, მაქვს განათლება, ბიზნესმენი არ ვარ. 6 წელია საჯარო მიხელე ვარ, ამ დროის განმავლობაში არაერთი მადლობა მაქვს მიღებული ხალხისგან. ბატნო მოსამართლე, მხოლოდ როგორც ბრალდებული ისე არ გესაუბრებით, გესაუბრებით, როგორც ადამიანი. ჩვენ არ ვართ მოძალადეები, საზოგადოებისთვის საშიში. გთხოვთ მთელი გულით, როგორც ბრალდებული არა, როგორც ადამიანი ადამიანს, რომ კარგად დაფიქრდეთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება. მაქვს რეპუტაცია და პატივისცემა საზოგადოებისგან. სანამ არის დრო მომეცით შესაძლებლობა გადავარჩინო ჩემი კარიერა“, - განაცხადა ტატო ხუნდაძემ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თბილისში, გლდანის I მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხ პირს თავს დაესხნენ და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის. 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან