ოთარ შამუგია - გურიაში დაარსდება ეროვნული პარკი, დაახლოებით 15 000 ჰექტარ ფართობზე

გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია − გურიის ეროვნული პარკი - შეიქმნება, რომელიც 15 310 ჰა ფართობს მოიცავს. აღნიშნულის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, უნიკალური ბუნებრივი ძეგლების დაცვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ამავდროულად ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„დაცული ტერიტორიების განვითარება არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ბოლო 10 წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობი ორჯერ გავზარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს მივყვებით. მიმდინარეობს კვლევები სხვა რეგიონებში დაცული ტერიტორიების შექმნასთან მიმართებაში. აქტიურად ვიმუშავეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან. გვქონდა საჯარო განხილვები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, გურიაში დაარსდება ეროვნული პარკი, დაახლოებით 15 000 ჰექტარ ფართობზე. ამ ფართობის დიდი ნაწილი მოიცავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს დაახლოებით 13 000 ჰექტარი, ხოლო დაახლოებით 2 000 ჰექტარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ადგილობრივი ბუნების, ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით და ასევე მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ადამიანების, ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისთვის, ეკოტურისტული მიმართულებით სხვადასხვა საქმიანობაში ჩართვის კუთხით და ა.შ.“-განაცხადა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს