დიმიტრი პესკოვი - არსებობს პროცესები და მცდელობები მესამე ძალების მხრიდან, მათ შორის უცხოეთიდან, სერბეთში არეულობის პროვოცირება მოახდინონ

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სერბეთში იმყოფებიან დამკვირვებლები, რომლებსაც არ დაუფიქსირებიათ რაიმე დარღვევა, რამაც შეიძლება ეჭვი შეიტანოს არჩევნების ლეგიტიმურობაში და მიმდინარე მოვლენები არის მცდელობა მესამე ძალების მხრიდან, მათ შორის უცხოეთიდან, ქვეყანაში არეულობის პროვოცირება მოახდინონ.

„არის შიდა კანონმდებლობა, არის საარჩევნო ორგანოები, არიან დამკვირვებლებიც, რომლებსაც არ დაუფიქსირებიათ რაიმე დარღვევა, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა. ამასთან, არსებობს პროცესები და მცდელობები მესამე ძალების მხრიდან, მათ შორის უცხოეთიდან, ბელგრადში ასეთი არეულობის პროვოცირება მოახდინონ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, სერბეთში, გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებისა და კენჭისყრის ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ბელგრადში მომიტინგეებმა, ოპოზიციური პარტიის - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ - მხარდამჭერებმა, მერიის შენობაში შეჭრა სცადეს. სამართალდამცავებმა მათ შესაჩერებლად ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია