თორნიკე რიჟვაძე - მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა - უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმსა და ქობულეთში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექისგან გზების გაწმენდით სამუშაოებს და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

მათივე ცნობით, ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დაწყებულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაო პროცესში ჩართულია გზების დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტების სპეციალური ტექნიკა. ეტაპობრივად ყველა მიმართულებით იწმინდება საავტომობილო გზები.

,,მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმსა და ქობულეთში. მუნიციპალიტეტებში შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბები. უამინდობით გამოწვეული სირთულეების ეფექტიანად დაძლევის მიზნით, ყველა სამსახური კოორდინირებულად მოქმედებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის საკოორდინაციო შტაბის თათბირს მუნიციპალიტეტის მერები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და “ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ასევე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმსა და ქობულეთში. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს