ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით თანამედროვე სტანდარტების საწყობს ააშენებს

საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით თანამედროვე სტანდარტების საწყობს ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწყობის მშენებლობას გეგმავს.

„გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად შეძენილი საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობები ეტაპობრივად შემოდის საქართველოში, აუცილებელი გახდა შესაბამისად აღჭურვილი სასაწყობო ფართის მოწყობა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს და პირობას, რაც აპარატების შენახვა/ექსპლუატაციისთვის არის საჭირო.

საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობებისთვის თანამედროვე სტანდარტების საწყობი ორსართულიანი იქნება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის მომიჯნავედ მოეწყობა. აღნიშნულ სივრცეში განთავსდება და შესაბამის პირობებში შეინახება ელექტრონული აპარატები.

საწყობის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება გამართული, მათ შორის გათვალისწინებულია სატვირთო ლიფტების დამონტაჟება, ელექტრონული აპარატურის გასამართად საჭირო ქსელისა და სამრეწველო მაგიდების, დაცვის სისტემების მოწყობა. შენობაში გამოყოფილი იქნება საოფისე, სასაწყობო, სამუშაო/საინსტალაციო და სხვა დამხმარე სივრცეები. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული ბიზნეს პროცესზე, რაც ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის მომზადებას, შეფუთვას და საარჩევნო კომისიებში ცენტრალიზებული წესით დისტრიბუციას მოიცავს.

სასაწყობო ფართის მშენებლობასთან დაკავშირებით ცესკომ უკვე ჩაატარა ტენდერი. ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები. პროექტის ღირებულება 11 333 011 ლარს შეადგენს. პროექტის თანახმად, მშენებლობის დასრულება 2024 წლის აგვისტოში იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო