ოთარ შამუგია - ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ სექტორთან, რომ შეგვექმნა დამატებითი მხარდაჭერის მექანიზმი მეცხოველეობის განვითარებისთვის

ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ სექტორთან, რომ შეგვექმნა დამატებითი მხარდაჭერის მექანიზმი მეცხოველეობის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მესაქონლეობის მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერის დამატებითი მექანიზმების შესახებ ისაუბრა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, მესაქონლეობის მიმართულებით ჩვენ ვაფინანსებთ კონკრეტულ ღონისძიებებს. ქვეყანაში რძის და ხორცის წარმოების შემდგომი ზრდა-განვითარება არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში შევიტანეთ ცვლილებები; სამი ახალი ქვეკომპონენტი ამოქმედდება ამ მიმართულებით. ეს შეეხება მაღალპროდუქტიული მერძეული და მეხორცული მიმართულების ფერმის დაფინანსებას, სასუქი მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის მოწყობის და მსხვილფეხა პირუტყვის მცირე ფერმერული მეურნეობების დაფინანსებას. განსხვავება, რაც მინდა აღვნიშნო, არსებულ კომპონენტებსა და ახალს შორის არის ის, რომ ჩვენ პირველ კომპონენტში, ნაცვლად 4 წლისა, 7 წლის განმავლობაში გავაგრძელებთ თანადაფინანსებას; საპროცენტო განაკვეთი 11%-ის ფარგლებშია დღეს და ახალი კომპონენტითაც ასე იქნება; რაც შეეხება მცირე ფერმერულ მეურნეობებს, აქ ჩვენ გავცემთ 40,000 ლარის ფარგლებში საგრანტო დაფინანსებას იმისათვის, რომ მოეწყოს შესაბამისი ფერმერული მეურნეობა და სადგომები თანამედროვე სტანდარტებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი ცვლილება ამ პროექტის ფარგლებში არის ის, რომ თითოეულ პროექტს, რომელიც იქნება წარმოდგენილი, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ. ყველა პროექტი, ყველა ფერმერული მეურნეობა უნდა იყოს დაპროექტებული და მოწყობილი თანამედროვე სტანდარტებით, დაცული უნდა იყოს სურსათის უვნებლობის საკითხი. თითოეული პროექტი განხილული იქნება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ; შემდგომ ეტაპზე განხორციელდება მონიტორინგი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს