გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის სხდომაზე, მთავრობამ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები მოიწონა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ცვლილებების პროექტები, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა, თევზჭერის იარაღების რეგულირებას და დადგენილი წესების დარღვევისთვის შესაბამის პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს ითვალისწინებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა.

„წელს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად, ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერა გახდა სისხლის სამართლებრივად დასჯადი, თუმცა მაკონტროლებელ ორგანოს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აქვს გარკვეული გამოწვევები აღსრულების კუთხით, ვინაიდან, დღევანდელი რეგულაციით, საჭიროა ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ადგილზე დადასტურება, რაც გარკვეული გამოწვევაა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბრაკონიერების მიერ თევზჭერის უკანონო იარაღის - ელექტროშოკური აპარატის ბრუნვა ხდება დასჯადი და ამ მიმართულებით შემოდის საჯარიმო სანქცია იარაღის კონფისკაციასთან ერთად“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ბრაკონიერობასთან ბრძოლა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობის სისტემის შემუშავება ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

„თვითნაკეთი ელექტროშოკის აპარატის გამოიყენებით თევზის მოპოვება ბრაკონიერობაა, შეუქცევად ზიანს აყენებს გარემოს და, ამავდროულად, წარმოადგენს საფრთხეს როგორც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე, წყლის ბიომრავალფეროვნებისთვის. აღსანიშნავია, რომ ფიქსირდება თვითნაკეთი ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით უშუალოდ ბრაკონიერების ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებიც.

მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია თევზჭერის აკრძალული იარაღები და მეთოდები, თუმცა გამოიკვეთა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება.

დღეს მოქმედი ნორმების მიხედვით, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება, თუ მას უშუალოდ უკანონო თევზჭერის ფაქტზე დააფიქსირებენ შესაბამისი სამსახურები, ხოლო თვითნაკეთი ელექტროშოკის აპარატის დამზადება, შენახვა, გადატანა არ ითვლება სამართალდარღვევად, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის მაკონტროლებელ ორგანოს ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლაში.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად:

თევზმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

ცვლილებები კონტროლის გამკაცრებისა და უკანონო თევზჭერის პრევენციის შესაძლებლობას მისცემს როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, ასევე საპატრულო პოლიციას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან