ანონსი 26 დეკემბერი

26 დეკემბერს 10:30 საათზე, ქუთაისის მერიის წინ, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ქუთაისის საკრებულოს წევრი გია შუშანია, საკრებულოს წევრებთან ერთად, ბრიფინგს გამართავს.

თემა: „პარტიიდან წასული წევრები ხელფასების გამო, დღემდე არ ტოვებენ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს“.

საკონტაქტო: გია შუშანია - 577 585 656

26 დეკემბერს, 11:00 საათზე, იმერეთის „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე და კაფე-ბარ სავანეს მეპატრონე გიორგი ტურაბელიძე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ვიდეო მტკიცებულებას წარადგენენ, სადაც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

თემა: „მოვითხოვთ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას, დაზარალებულად ცნობას და ქალაქის მერის პასუხისგებაში მიცემას“.

მის: ქუთაისი, აბაშიძის N20.

საკონტაქტო: თემურ ცამციშვილი - 595 11 45 04

26 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მკვლევარები ვახტანგ ჭარაია და ივანე ბერიძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „წყლის სისტემების მართვასთან დაკავშირებული კვლევა. წყლის ტარიფის მოსალოდნელი გაძვირების და გადახდის მოდელის შესაძლო ცვლილების საკითხი“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

26 დეკემბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

მის: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი შრომა, კოლეჯ „აისის" ლაგოდეხის ფილიალი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება