პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ორ პირს, რომლებმაც პაციენტებზე გაწეული სამედიცინო კვლევების ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს და სახელმწიფოს კუთვნილ თანხას დაეუფლნენ

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე შპს „მარნეულის სამედიცინო ცენტრი ადიკი“-ს დირექტორს და ამავე დაწესებულების ფარმაცევტს, ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 იანვრამდე შპს „მარნეულის სამედიცინო ცენტრი ადიკი”-ს დირექტორმა ამავე საავადმყოფოში „COVID 19“-ის დადასტურებული შემთხვევების მკურნალობისთვის მოთავსებულ პაციენტებზე გაწეული სამედიცინო კვლევების საერთო ღირებულება ხელოვნურად გაზარდა 93 619,48 ლარით, რისი ანაზღაურებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდა.

„ასევე ბრალდებულმა, ამავე დაწესებულების ფარმაცევტთან ერთად COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების თერაპიულ მკურნალობაზე გაწეული დანახარჯი 14 412.86 ლარით ხელოვნურად გაზარდეს, რაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად იქნა გადახდილი.

ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს