რატი ბრეგაძე - ქართული ჯარის მოტივაციას ყველაფერზე წამსვლელი თანამედროვე ბოლშევიკები ვერაფერს დააკლებენ და მხოლოდ თავად, ნებსით თუ უნებლიეთ აღმოჩნდებიან მტრის მხარეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ “პოლიტიკოსები” ქართულ ჯარზე „მუხანათური იერიშის“ მიტანას ცდილობს, რაც ქვეყნის მტრობაა.

რატი ბრეგაძის თქმით, „ყველაფერზე წამსვლელი თანამედროვე ბოლშევიკები“ ქართული ჯარის მოტივაციას ვერაფერს დააკლებენ და თავად კი აღმოჩნდებიან მტრის მხარეს.

„ძალაუფლების დაბრუნების წყურვილით შეპყრობილი “პოლიტიკოსები” მორალურ საზღვრებს მიღმა არსებული ცილისმწამებლური ხერხებით ცდილობენ სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენზე, ქართულ ჯარზე, მუხანათური იერიშის მიტანას და საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენის შექმნას, თითქოსდა ჯარზე სახელმწიფო არ ზრუნავს.

მსგავსი ქმედების მიზანი სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაა, რაც ერთი ერთში ემთხვევა საქართველოს არაკეთილმოსურნეთა გეგმებს. სამარცხვინოც კი აღარ არ არის მსგავსი ზნედაცემულობა, ეს უკვე დიდი მავნებლობა და ქვეყნის მტრობაა.

ირაკლი ღარიბაშვილის დაწყებული დიდი საქმე დევიზით - ყველაფერი საუკეთესო ჯარს- წარმატებით გააგრძელა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა პირობების გაუმჯობესება მინისტრის და მისი გუნდის მუდმივი ზრუნვის საგანია, რასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ. სწორედ ამას ვერ ეგუებიან ჩვენი ქვეყნის მოძულენი. ქართული ჯარის მოტივაციას ყველაფერზე წამსვლელი თანამედროვე ბოლშევიკები ვერაფერს დააკლებენ და მხოლოდ თავად, ნებსით თუ უნებლიეთ აღმოჩნდებიან მტრის მხარეს!

ყველაფერი საუკეთესო ჯარს! დიდება გმირებს!“, - წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია