უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რადას მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტი მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის გაუმჯობესების შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კანონპროექტის ტექსტი, სხვადასხვა საკითხთან ერთად, საბრძოლო მოვალეობის შესრულებისთვის მობილიზებულთა ასაკის 27 წლიდან 25 წლამდე შემცირებასაც ითვალისწინებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ სამხედროებმა კიდევ 450 000-500 000 უკრაინელის მობილიზება შესთავაზეს, მაგრამ ეს იყო უაღრესად მგრძნობიარე საკითხი, რომელსაც სამხედროები და მთავრობა განიხილავდნენ, სანამ გადაწყვეტდნენ, გაეგზავნათ თუ არა წინადადება პარლამენტისთვის.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სურდა მეტი არგუმენტის მოსმენა დამატებითი ხალხის მობილიზებისთვის. „ეს არის ძალიან სერიოზული რიცხვი", - აღნიშნა პრეზიდენტმა. უმაღლესი რადას „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ გუშინ განაცხადა, რომ სამხედრო სარდლობის მოთხოვნით, მთავრობა კანონპროექტზე მუშაობდა და მას ორშაბათს წარადგენდნენ. ”სამხედროებს სჭირდებათ თავისი პრობლემების გადაწყვეტა. საზოგადოებას სურს ყველა მგრძნობიარე კითხვაზე პასუხის მოსმენა“, - განაცხადა არახამიამ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია