Associated Press-ი - ჯო ბაიდენმა ერაყში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა

ჯო ბაიდენმა ერაყში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის, ედრიენ უოტსონის ცნობით, ჩრდილოეთ ერაყში მდებარე სამხედრო ბაზაზე სამი ამერიკელი ჯარისკაცი ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა.

„პრეზიდენტისთვის ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაცვა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. თუ ეს თავდასხმები გაგრძელდება, აშშ შესაბამის დროს მის მიერ არჩეული ფორმით იმოქმედებს“, - აღნიშნა უოტსონმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის მრჩეველ ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, ჯეიკ სალივანთან და აშშ-ის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან კონსულტაციების შემდეგ საპასუხო ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა.

„ეს შეტევა იმ ელემენტებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ისახავს მიზნად, რომლებიც ერაყსა და სირიაში კოალიციის ძალებზე თავდასხმებზე არიან პასუხისმგებელი. ჩვენ ჩვენს ძალებს ყოველთვის დავიცავთ“, - განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა მაიკლ ერიკ კურილამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია