აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ღრმად შეშფოთებულნი ვართ ალექსეი ნავალნის  მდგომარეობით და უსამართლო დაკავების პირობებით

ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის პატიმრობის პირობებით იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის სასჯელაღსრულების კოლონიაში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიტიკოსის თანამოაზრეებმა შეძლეს მისი ადგილმდებარეობის დადგენა.

„მივესალმებით ცნობებს, ბატონი ნავალნის ადგილსამყოფლის დადგენის შესახებ, თუმცა, ღრმად შეშფოთებულნი ვართ მისი მდგომარეობით და უსამართლო დაკავების პირობებით", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და რუსეთს ქვეყანაში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, გუშინ ალექსეი ნავალნის გუნდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არქტიკის რეგიონის სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს. „ჩვენ ალექსეი ნავალნი ვიპოვეთ. ის ახლა იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის ხარპის დასახლების IK-3-ში იმყოფება. დღეს მას ადვოკატი ეწვია. ალექსეი თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადა ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა.

შეგახსენებთ, რომ რუს ოპოზიციონერთან კონტაქტი მისმა მხარდამჭერებმა ორი კვირის წინ დაკარგეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია