ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადის - „ევერესტის“ გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით წელს საქართველოში მათემატიკის ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადა „ევერესტი“ გაიმართა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ოლიმპიადის ფარგლებში სამი ტური ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც 16 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მათგან ფინალურ ტურში 2 500 მოსწავლე გადავიდა.

ოლიმპიადის ფარგლებში სამი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გამოვლინდა, რომლებმაც როგორც ოქროს ტურში, ასევე სამტურიანი ოლიმპიადის ფარგლებში მაქსიმალური ქულები დააგროვეს. „ევერესტის“ გამარჯვებულები გახდნენ:

დამიანე მამრიკიშვილი (თბილისის მე-60 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე);

ანდრია ესართია (თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე);

ნაია ნადიბაიძე (თბილისის 221-ე მე სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე).

„ევერესტის“ გამარჯვებულებს საჩუქრად ლეპტოპები გადაეცათ, ფინალური ტურის მონაწილეები კი სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

„საქართველოს ბანკში“ გვჯერა, რომ უკეთესი მომავლის შექმნას, განათლება განაპირობებს. სწორედ ამიტომ, სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად ვმუშაობთ, რათა ახალგაზრდებისთვის შევქმნათ შემეცნებისა და თვითგანვითარების შესაძლებლობები და თითოეულ მოსწავლეს მივცეთ თანაბარი წვდომა ხარისხიან განათლებაზე. ამ მიზნით ჩვენ 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორისაა „ევერესტის“ მათემატიკის ოლიმპიადა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ინიციატივაში, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და დასაჩუქრდნენ სხვადასხვა პრიზებით. გვახარებს ის ფაქტიც, რომ ამ სეზონზე ოლიმპიადას კვლავ შემოუერთდნენ მოსწავლეები გალიდან, რაც ხაზგასმით გვაჩვენებს ინიციატივის ინკლუზიურ ხასიათს და მასშტაბს. საქართველოს ბანკი კი არ ჩერდება და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა ანა ლომთაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს