უკრაინელმა პილოტებმა დიდ ბრიტანეთში F-16 ავიაგამანადგურებლებზე საბაზისო მომზადება დაასრულეს

უკრაინელმა პილოტებმა დიდ ბრიტანეთში F-16 ავიაგამანადგურებლების ფრენის საბაზისო მომზადება დაასრულეს, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

დიდ ბრიტანეთში ტრენინგი ექვსმა გამოცდილმა უკრაინელმა პილოტმა დაასრულა, ხოლო ათი მფრინავი წვრთნებს აგრძელებს.

„უკრაინელი პილოტებისა და სახმელეთო ეკიპაჟების შემდეგი თაობის მიმართ სამეფო საჰაერო ძალების მხარდაჭერით ვამაყობ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა.

დიდ ბრიტანეთში საბაზისო სწავლების დასრულების შემდეგ უკრაინელი მფრინავები მომზადებას დანიაში გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინელი პილოტების მომზადება მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს