გერტ იან კოპმანი - ნამდვილად დაიმსახურეთ უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროპულ გზაზე - კანდიდატ ქვეყნად გახდომა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ცხადია, რომ თქვენ უფრო მეტი წინსვლა გსურთ

ნამდვილად დაიმსახურეთ უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროპულ გზაზე - კანდიდატ ქვეყნად გახდომა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ცხადია, რომ თქვენ უფრო მეტი წინსვლა გსურთ, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, გერტ იან კოპმანმა „ელჩების კონფერენცია 2023“-ისთვის ჩაწერილ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩები საკვანძო როლს ასრულებენ ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ საქართველოს სწრაფვის გაზიარებაში.

„ჩემთვის უდიდესი სიამოვნება და პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა მოგმართოთ ამ ღონისძიებაზე. ამ სიამოვნებას აორმაგებს ევროპული საბჭოს მიერ გასულ კვირას მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამ ფაქტით, ძალიან გახარებულნი ვართ.

ჩვენი რეკომენდაციაც სწორედ ეს იყო გასული წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებასთან შესანიშნავი თანამშრომლობიდან გამომდინარე. თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროპულ გზაზე.

ვფიქრობ, როგორც ელჩები საკვანძო როლს ასრულებთ არამხოლოდ ინფორმაციის დედაქალაქებში შეგროვებით, სადაც მსახურობთ, არამედ ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ საქართველოს სწრაფვის გაზიარებაში, რაც არამხოლოდ თქვენი ხელისუფლების, ხალხის სურვილიც არის.

ამ მხრივ, ახალი წელი უფრო მეტ შესაძლებლობას მოიტანს. კანდიდატ ქვეყნად გახდომა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ცხადია, რომ თქვენ უფრო მეტი წინსვლა გსურთ. იმედი მაქვს, მომავალ წელს თქვენ გექნებათ კავშირი პარტნიორებთან როგორც ადგილზე, ჩვენს დედაქალაქებში, ისე მათ ფარგლებს გარეთ. მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებს მათთან ერთად განიხილავთ. თქვენი თავდადება, თქვენი სწრაფვა და საქართველოს ევროპული კუთვნილების მიმართ თქვენი მტკიცე რწმენა არის ის რეალური რესურსი და საშუალება, რაც ბიძგს მისცემს ქვეყნის შემდგომ წინსვლას“,- აღნიშნა გერტ იან კოპმანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება