თამარ გაბუნიას განმარტებით, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ ერთიან რეესტრში რეპროდუქციის სერვისების მიმღებთა, დონორთა, გესტაციური სუროგატებისა და რეპროდუქციული უჯრედების შესახებ ინფორმაციები შევა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რა მიზანს ემსახურება რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაციის ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახვა.

როგორც გაბუნია განმარტავს, ეროვნულ რეესტრში შესული ინფორმაცია უნდა ეხებოდეს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისების მიმღებს, დონორს, გესტაციურ სუროგატს და ასევე რეპროდუქციული უჯრედებს, აღნიშნული კი მისივე შეფასებით, შექმნის უკეთესი ზედამხედველობის ფუნქციას პაციენტის უსაფრთხოების გარანტიების და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებისთვის.

“2024 წლის იანვრიდან, ჯანდაცვის სამინისტროში ამოქმედდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის ერთიანი ეროვნული რეესტრი. ერთიან ეროვნულ რეესტრში უნდა შევიდეს ინფორმაცია, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისების მიმღების, დონორის, გესტაციური სუროგატის და ასევე რეპროდუქციული უჯრედების შესახებ.

ეს მარტივს გახდის მიკვლევადობას საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ასევე შექმნის სამინისტროსთვის უკეთესი ზედამხედველობის ფუნქციას პაციენტის უსაფრთხოების გარანტიების და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებისთვის. ამ სერვისის ამოქმედება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის ახალი მოდელის ჩამოყალიბებისთვის, რაც მომავალი წლიდან მეტად აქტიურად განხორციელდება“, - აღნიშნა გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს