მიხეილ სარჯველაძე - რუსეთთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივები უპასუხისმგებლოა და მიახლოებულია ფაშისტურ გამოხტომებთან - არავითარი მიზეზი საზოგადოებაში ფობიების დათესვისთვის არ არსებობს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე რუსეთთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ ინიციატივებს უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მათი შეთავაზებები მიახლოებულია ფაშისტურ გამოხტომებთან.

სარჯველაძის შეფასებით, „ლელოს“ ინიციატივები არის არამხოლოდ კრიტიკულად მიუღებელი, არამედ არის პოპულიზმის შემცველი და სახიფათო.

„ლელოს“ ინიციატივები, ერთი მხრივ, არის მცდელობა იმისა, რომ პოპულისტურ ტალღაზე ხელოვნურად შექმნილი ფობიები გამოიყენონ, რაც ახლოს არის მათ შორის ფაშისტურ გამოხტომებთან. სურთ, ეს ყველაფერი სათავისოდ, პოლიტიკური ქულების გენერირებისთვის გამოიყენონ. ეს წარუმატებლობისთვისაა განწირული, რადგან უპასუხისმგებლოა იმ თვალსაზრისით თუ რა შედეგების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის მსგავსი ინიციატივების დაძვრას. ყველა, მათ შორის ევროპელი პარტნიორები კარგად აცნობიერებენ, რომ ეს არის საქართველოს სახიფათო თამაშებში ჩართვის მცდელობა, რასაც ვიღაც გააზრებულად, ვიღაც კი გაუაზრებლად აკეთებს. როდესაც ხარ პოლიტიკოსი, გმართებს იყო ზედმიწევნით პასუხისმგებლობით აღვსილი საიმისოდ, რომ საქართველოს სერიოზული რისკის მატარებელი საფრთხეები არ შეუქმნა. თუკი ფაქტობრივ მოცემულობას დავაკვირდებით, ყველასთვის ნათელი გახდება, რომ არავითარი მიზეზი საზოგადოებაში რაღაც ფობიების დათესვისთვის ობიექტურად არ არსებობს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რუსეთთან მიმართებით „ლელოს“ მიერ წარდგენილი გეგმა შემდეგი ნაბიჯებს გულისხმობს: - რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა; რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა; რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება; რუსეთთან ფრენების აკრძალვა; რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა; რუსული ფონდების აკრძალვა და სხვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის