ისრაელის ოპოზიციის ლიდერი - მე ნეთანიაჰუს არ ვენდობი - ომის დროს პრემიერ-მინისტრის შეცვლა კარგი არ არის, მაგრამ ის, ვინც ახლა ამ თანამდებობაზეა, უარესია - მან არ უნდა გააგრძელოს

მე ნეთანიაჰუს არ ვენდობი, - ამის შესახებ ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა განაცხადა.

„მე ნეთანიაჰუს არ ვენდობი. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ შეიძლება ომის წარმართვის დროს ნდობა გამოუცხადო. ომის დროს პრემიერ-მინისტრის შეცვლა კარგი არ არის, მაგრამ ის, ვინც ახლა ამ თანამდებობაზეა, უარესია. მან არ უნდა გააგრძელოს“, - განაცხადა ლაპიდმა.

ლაპიდმა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუ საკუთარი თავის წინააღმდეგ აწარმოებს კამპანიას და არავინ იცის, რატომ აკეთებს იგი ამას.

„არ არსებობს ადამიანი რომელიმე სისტემაში, არა მხოლოდ ისრაელის სისტემაში, რომელიც ფიქრობს, რომ აუცილებელია ან შესაძლებელია, აბუ მაზენს (მაჰმუდ აბასს) ღაზას კონტროლი მიენიჭოს“, - აღნიშნა ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი