ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ „მომავლის გზის“ აღსაზრდელებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ „მომავლის გზის“ აღსაზრდელებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი წელი ბავშვებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ერეკლე ღვინიანიძემ, თორნიკე ჭეიშვილმა, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა მიულოცეს და საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს.

ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე ნოტარიუსებმა მერაბ ფარჯიკიამ და ეკატერინე მარშანიამ იზრუნეს. შემეცნებით-გასართობი პროგრამის ფარგლებში პატარებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ თამაშებში.

საახალწლო ღონისძიებაში „მომავლის გზის“ აღსაზრდელებთან ერთად მონაწილეობდნენ ნოტარიუსების შვილები, შვილიშვილები. ნოტარიუსთა პალატა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის უწყება, სისტემატურად მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში და, შესაძლებლობების ფარგლებში, ეხმარება მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება