„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ბაკურიანის მთების კურორტი“ დაბა ბაკურიანში სასტუმროს აშენებს

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, „ბაკურიანის მთების კურორტი“ დაბა ბაკურიანში სასტუმროს აშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 4.9 მილიონი დოლარია, „საქართველოს ბანკის“ ინვესტიცია კი 2.7 მილიონ დოლარს შეადგენს. მიმდინარე პროექტი 4 619.00 კვ.მ - ზე 58 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, რესტორანს, ლაუნჯს, ღია აუზსს, სპასა და ღია და დახურულ ტერასებს მოიცავს. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება. სამომავლოდ კომპანია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სამშენებლო-დეველოპერული მიმართულების განვითარებას და არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

„საქართველოს ბანკი“ პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთან ერთად მასშტაბური პროექტების განხორციელებას განაგრძობს. რეგიონებში ტურიზმის განვითარება ერთ - ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის და სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ბაკურიანის მთების კურორტთან“ ჩვენი პარტნიორობა და მოხარულები ვართ, რომ დაბა ბაკურიანში მსგავსი ტიპის სასტუმრო აშენდება. გვჯერა, რომ სასტუმრო ბევრ სტუმარს უმასპინძლებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას არ გაჩერდნენ და კიდევ ბევრი მასშტაბური პროექტი განახორციელონ მთელი საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა გიორგი წეროძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში