ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე - ეს დალოცვილები, ყვავებივით რომ დაგვჩხავიან, არ სჯობს, რომ სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ, თუ შნო და ერთი ადგილი აქვთ? - როგორც მაშინ, ახლაც ვეპატიჟებით

რა უცნაურია, ეს ჩვენი ოპოზიცია! მათი მოსაწონი ჩვენ და ქართველმა ხალხმა ვერაფერი გავაკეთეთ - ჩვენ ვმუშაობთ, ევროპელ პარტნიორებთან სამუშაო გეგმას ვათანხმებთ, ხოლო ეს ხელმოცარულები მხოლოდ იმით არიან დაკავებული, როგორმე ნეგატივი შემოიტანონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, "ხელმოცარულ ოპოზიციას" სტატუსის მიღებამდე სიცრუეზე აგებული კამპანია ჰქონდა და ახლაც იგივეს აგრძელებენ.

"მათი შეგონებები გახსოვთ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება გამორიცხული იყო, ფსევდო რეფორმები ტარდებოდა. მაშინ, პრეზიდენტთან შეხმატკბილებული იყვნენ და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ. ქართველი ხალხის ნდობით და ერთობლივი ძალისხმევით შედეგი დავდეთ - საქართველო, როგორც არასდროს ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანებასთან.

ეს დალოცვილები, ყვავებივით რომ დაგვჩხავიან, არ სჯობს, რომ სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ, თუ შნო და ერთი ადგილი აქვთ? - იქ შემოვიდნენ და სამუშაო ჯგუფებში ჩაერთონ. იქ გვაჩვენონ და აზრი წარმოადგინონ. თუ რევოლუციის იქით მიდიან, სამუშაო პროცესში ჩაერთონ. როგორც მაშინ, ახლაც ვეპატიჟებით", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო