ბენ ჰოჯესი რუსული ხომალდის განადგურებაზე - წარმოიდგინეთ, უკრაინას რომ კიდევ ასი ATACMS, TAURUS, Storm Shadow ან SCALP ჰქონდეს - ყირიმი რუსეთისთვის გამოუსადეგარი ბაზა იქნებოდა ევროპაში

აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გადამდგარი გენერალი ბენ ჰოჯესი ფეოდოსიის პორტში უკრაინელების მიერ რუსული სადესანტო გემის განადგურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორ მანძილზე მოქმედი მეტი რაკეტა რომ ჰქონდეს, რუსები ანექსირებული ყირიმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოყენებას ვერ შეძლებდნენ.

„წარმოიდგინეთ, უკრაინას რომ კიდევ ასი ATACMS, TAURUS, Storm Shadow ან SCALP ჰქონდეს? ყირიმი რუსეთისთვის გამოუსადეგარი ბაზა იქნებოდა. არც სამხედრო-საზღვაო ფლოტი, არც საჰაერო ძალები, არც უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დრონების გაშვება, არც ლოგისტიკური კერა რუსეთის თავდაცვის შესანარჩუნებლად სამხრეთ უკრაინაში, არც ქერჩის ხიდი“, - წერს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” გაანადგურა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს