ვიქტორ დოლიძე - ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ში გაწევრება, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუმცა რა ფორმატით და როგორ მოხდება, იქნება ეს მაპ-ით თუ მაპ-ის გარეშე ამას, რა თქმა უნდა, უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს

ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ში გაწევრება, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუმცა რა ფორმატით და როგორ მოხდება, იქნება ეს მაპ-ით თუ მაპ-ის გარეშე ამას, რა თქმა უნდა, უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს უკვე ყველა ინსტრუმენტი გააჩნია იმისთვის, რომ ნატო-ს წევრი გახდეს, რაც უმაღლესი დონის შეხვედრებზე არაერთხელ თქმულა.

„ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ში გაწევრება, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუმცა რა ფორმატით და როგორ მოხდება, იქნება ეს მაპ-ით თუ მაპ-ის გარეშე ამას, რა თქმა უნდა, უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. საქართველოს უკვე გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატო-ში წევრობისთვის, რაც არაერთხელ თქმულა არაერთ უმაღლესი დონის შეხვედრაზე. მგონია, რომ როგორც ნატო-ელები, ისე ქართველები ამაზე უკვე ვყალიბდებით. რაც შეეხება ვაშინგტონის სამიტს, ბუნებრივია, ჩვენ მომავალი წელი ძალიან ამბიციური და რეალისტური გვაქვს. კანდიდატის სტატუსის მიცემა საქართველოსთვის გზას უხსნის ბევრ რაღაცას როგორც ევროპულს, ასევე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, რომ როგორც ვაშინგტონში ასევე ბრიუსელსა და თბილისში შედგება უმაღლესი დონის დელეგაციების ვიზიტები და შინაარსობრივად გამართული იქნება. ასევე, გვექნება წინ გადადგმული ნაბიჯები როგორც ევროკავშირში ასევე ნატო-ს მხრივ”,- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს