ტაივანმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ტაივანმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტაივანის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ტაივანის ეკონომიკის სამინისტრომ დაწესებული სანქციების სია იმ მიზნით გააფართოვა, რომ რუსეთსა და ბელარუსში ისეთი საქონლის ექსპორტი არ მოხდეს, რომლის გამოყენებაც სამხედრო მიზნებისთვის შეიძლება.

„სანქცირებული საქონლის სია საერთაშორისო თანამშრომლობის განსახორციელებლად და ჩვენი მაღალტექნოლოგიური საქონლის სამხედრო მიზნებისთვის ექსპორტის თავიდან ასაცილებლად გაფართოვდა“, - ნათქვამია ტაივანის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

გაფართოებულ სიაში ნახევარგამტარების საწარმოებელი მოწყობილობები შევიდა, რომლის მწარმოებელთა შორის ტაივანი ლიდერობს, ასევე, გარკვეული ქიმიკატები და მედიკამენტები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს