ნიკოლ ფაშინიანი - ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს პოლიტიზება უნდა აღვკვეთოთ

ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს პოლიტიზება უნდა აღვკვეთოთ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარებას ვაგრძელებთ. ვცდილობთ, აღვკვეთოთ ევრაზიული ინტეგრაციის პოლიტიზების მცდელობები“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს პრინციპები პოლიტიკურ ამბიციებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.

„ვაჭრობისა და ინტეგრაციის ფუნდამენტური თავისუფლებები პოლიტიკური მიზეზების გამო არ უნდა შეიზღუდოს. ეს აუცილებლად გამოიწვევს გაერთიანების ფუნდამენტური პრინციპების კოროზიას“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, ნიკოლ ფაშინიანი ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოთა (დსთ) მეთაურების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში რუსეთში, კერძოდ, სანქტ-პეტერბურგში გუშინ ჩავიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს