ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია -  სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით 200 კმ-მდე საფეხმავლო ბილიკი მოინიშნა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, იმერეთში, სამეგრელოსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჯამურად 185 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკები მონიშნა, განაახლა და ინფრასტრუქტურა მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წელსვე ადმინისტრაციამ პროექტები მოამზადა თუშეთის, თრუსოს დაცული ლანდშაფტების, გუდაური-ხადას ხეობის, კარკუჩა-გუდამაყრის ხეობის, სიონი-საბუესა და ბოჭორმის ციხის ბილიკების მოსაწყობად.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნული ბილიკები მოგზაურებს საშუალებას აძლევს გზის აუცდენლად დალაშქრონ მარტივი და საშუალო სირთულის სხვადასხვა მარშრუტები და მოინახულონ მთები, ტბები, ხეობები, ჩანჩქერები და ისტორიული ძეგლები.

2023 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროექტ „ღვინის გზაში“ 28 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტის ჩართვა უზრუნველყო. მარნებისთვის დამზადდა მანიშნებლები კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „ღვინის გზის“ პროექტში ჩართვის მსურველი ღვინის მასპინძელი ობიექტების ინსპექტირება ჩაატარა. მიმდინარეობს რეკომენდებული ობიექტებისათვის პროექტის მომზადება, მანიშნებლების მონტაჟი 2024 წელს დასრულდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს