ქუთაისში 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაჯილდოვდნენ

ქუთაისში 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ის სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და კლუბები დაჯილდოვდნენ, რომლებსაც მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევები ჰქონდათ.

წარმატებულ სპორტსმენებს ჯილდოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.

„წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქალაქის სპორტულ ცხოვრებაში. წელსაც ვაგრძელებთ ტრადიციას და დღეს საუკეთესო ქუთაისელი სპორტსმენები და მწვრთნელები დავაჯილდოეთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ წავახალისო სპორტსმენები და მხარი დავუჭიროთ სპორტის განვითარებას.

მოხარული ვარ, რომ 2023 წელს , ბევრმა ქუთაისელმა სპორტსმენმა გვასახელა, ეროვნულ თუ საერთაშორისო არენებზე, როგორც ინდივიდუალურ , ასევე გუნდურ ასპარეზობებში.

ვულოცავ თითოეულ მათგანს, მათ მწვრთნელებს ამ წარმატებებს!

მჯერა, 2024 წელს, ჩვენი სპორტსმენები კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას მოიპოვებენ", - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერიის ცნობით, 2023 წლის სპორტსმენი გახდა სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, მწვრთ. მერაბ ბაზაძე) ;

წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიურ სახეობაში - შოთა მიშველიძე( ძალოსნობა. მწვრთ. მალხაზ ლომთაძე);

წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - ავთანდილ თუთბერიძე (მკლავჭიდი, მწვრთ. ირაკლი გამთენაძე );

წლის საუკეთესო პარაოლიმპიელი - ვახტანგ ახობაძე ( პარა მკლავჭიდი. მწვრთ. ირაკლი გამთენაძე);

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი - ნანა ხორავა ( ძალოსნობა, მწვრთ. ილია თვალოძე );

წლის ახალგაზრდა სპორტსმენი- ანასტასია კირთაძე ( ჭადრაკი, მწვრთ. გიგა ყუფარაძე );

წლის საუკეთესო გუნდი /კლუბი - ფეხბურთის გუნდი "ტორპედო ";

წლის საუკეთესო ქალთა გუნდი- ქუთაისის ფრენბურთის გუნდი;

წლის საუკეთესო სპორტსკოლა - მე-12 სპორტსკოლა;

წლის საუკეთესო მწვრთნელი - სტივ კინი ( "ტორპედო").

ღონისძიებაზე წლის წარმატებულ სპორტსმენთა ათეულიც დასახელდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება