ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო - ერთ დღეში 241 პალესტინელი დაიღუპა და 382 დაშავდა

ღაზის სექტორში, სადაც ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 241 დაიღუპა და 382 დაშავდა, - ინფორმაციას ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, 11 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების შედეგად, სულ მცირე, 20 915 პალესტინელი დაიღუპა და დაღუპულები, ძირითადად, ბავშვები და ქალები არიან.

პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ომს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაული უწოდა. ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს რეზოლუციების პროექტებზე ვეტოს დადებით, ომის გახანგრძლივებას ცდილობს.

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ომი კიდევ ბევრ თვეს გაგრძელდება. “არავითარი სწრაფი გზა არ არსებობს, როდესაც საქმე ეხება ტერორისტული ორგანიზაციის სრულყოფილად დემონტაჟს, გარდა იმისა, რომ ჯიუტი და მტკიცე იყო ბრძოლაში“, - აღნიშნა ჰერცი ჰალევიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი