ჩაისუნთქე ახალი წელი - განსაკუთრებული საახალწლო ხე „ტერაბანკისგან“

„ტერაბანკი“ საახალწლო კამპანიას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას - გარემოზე ზრუნვასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას უძღვნის.

კამპანიის ფარგლებში, თბილისში, ბუკიას ბაღში, აღმართულია განსაკუთრებული საახალწლო ხის კონსტრუქცია, რომელიც ჰაერის გამწმენდი მცენარეებითაა დაფარული. ბუკიას ბაღის კონსტრუქციის პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზე იმავე პრინციპითაა შეფუთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაც, რაც საახალწლო დღეებში ადამიანებს უფრო სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის საშუალებას აძლევს.

საახალწლო ხე, რომელიც არა მარტო ალამაზებს, არამედ აჯანსაღებს კიდეც, სპეციალური ღონისძიებით, 25 დეკემბერს გაიხსნა. ღონისძიების სტუმრებს საინტერესო აქტივობა, სპეციალური ვორკშოპიც ელოდათ, რომლის დროსაც მათ ჰაერის გამწმენდი პანელების დამზადება შეისწავლეს და სასარგებლო საახალწლო დეკორაციებითაც დასაჩუქრდნენ.

ტერაბანკში ამბობენ, რომ კამპანიის მთავარი გზავნილი „ჩაისუნთქე ახალი წელი“, განსაკუთრებულ საახალწლო ხესთან ერთად, ერთგვარი შეხსენება და მოწოდებაა, რომ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში კი რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს.

„წელს ჩვენთვისაც გამორჩეული ახალი წელია, რადგან ეს კამპანია არა მარტო სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, არამედ სპეციალურად გარემოს დაბინძურების შესამცირებლად და ჰაერის გასაწმენდადაა შექმნილი. გვიხარია, რომ ტერაბანკის საახალწლო ინიციატივა დეკორატიულთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ითავსებს და საშუალებას გვაძლევს, ჩავისუნთქოთ სუფთა ჰაერი“ - აღნიშნავენ ტერაბანკში.

ტერაბანკი გარემოზე ზრუნვის მიმართულებით სხვადასხვა სახის აქტივობას არაერთი წელია ახორციელებს და ამ მიმართულებით ინიციატივები სამომავლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს