დიმიტრი პესკოვი - მოსკოვი მზადაა ბაქოსა და ერევანს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულებაში დაეხმაროს

მოსკოვი მზადაა ბაქოსა და ერევანს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულებაში დაეხმაროს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ბოლო დროს, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულების მზადყოფნა ორივე მხარემ არაერთხელ გამოთქვა. რუსეთი ამას მიესალმება და მზად არის მათ დაეხმაროს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურ ატმოსფეროს უზრუნველყოფს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ორმა პარტნიორმა და მოკავშირემ, არა მხოლოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში, არამედ ჩვენი მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მიაღწიონ“, - აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს