თორნიკე რიჟვაძე - ბათუმში 7 ახალი სკოლა აშენდა ბოლო წლებში - მინდა აღვნიშნო, რომ 2003-2012 წლებში არცერთი სკოლა არ აშენებულა

დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განათლების კუთხით დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ განათლების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება.

„132 მლნ ლარს შეადგენს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება. შესაბამისად, იგეგმება ახალი სკოლების მშენებლობა. 7 ახალი სკოლა აშენდა ბლო წლებში. მინდა აღვნიშნო, რომ 2003-2012 წლებში არცერთი სკოლა არ აშენებულა ბათუმში. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ძალისხმევას, რაც იქნება ასახული როგორც სამინისტროს შესაბამის ამოცანებში, ასევე ბიუჯეტის დაგეგმარების დროს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კულტურის მუშაკთა და სპორტული ფედერაციების დაფინანსების ზრდაზე.

,,იზრდება დაფინანსება კულტურის სფეროს მუშაკთა წახალისების, მათი მხარდაჭერის კუთხით. გაიზარდა დაფინანსება სპორტის და განათლების მიმართულებით, ასევე, სპორტული ფედერაციების კუთხით. შედეგებიც მეტყველებს, რომ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და სტიმული აქვთ სპორტსმენებს“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა ინიციატივა, რომლის შედეგად მოჭიდავეს, 2023 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ლერი აბულაძეს გადაეცემა საცხოვრებელი ბინა.

„მოგეხსენებათ, რომ სპორტული მიღწევების კუთხით მნიშვნელოვანი წელი იყო აჭარისთვის. ასე, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ლერი აბულაძეს, ჩვენ სახელოვან მოჭიდავეს გადაეცეს ბინა შესაბამისი ფონდიდან და ამით დავუფასოთ ის შედეგები, რომელიც აქვს მიმდინარე წელს",- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

„აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 14,9 მლნ. ლარით გაიზარდა და 132 მლნ. ლარი შეადგინა. განხორციელდება ახალი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა, გაგრძელდება სტუდენტთა და პედაგოგთა მხარდაჭერის პროგრამები. საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი 37 მლნ ლარი იქნება, რომლის ფარგლებშიც 95 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. იზრდება სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებების ხელშეწყობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი. 1500 სტუდენტი დაფინანსდება სტუდენტთა დახმარების, საზღვარგარეთ სწავლების და სტაჟირების პროგრამით იზრდება სპორტის, სპორტული ინფრასტრუქტურის დაფინანსება, რისთვისაც 36 მლნ. ლარის პროექტები განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს