ნიკოლოზ სამხარაძე - ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირების უკანონო ქმედებას მკაცრად ვგმობთ - ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას ბათილად ვაცხადებთ

ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირების უკანონო ქმედებას მკაცრად ვგმობთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა გვიან ღამით ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ ამ უკანონო ქმედებას მკაცრად ვგმობთ და ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას ბათილად ვაცხადებთ. ეს მას შემდეგ გამოსწორდება, როცა საქართველო აფხაზეთზე თავის იურისდიქციას აღადგენს“, - წერს ნიკოლოზ სამხარაძე X-ზე.

დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს