თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში გვაქვს ტურისტული ნაკადების 25%-იანი ზრდა გასულ წელთან შედარებით - 4 მლნ-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა რეგიონში

ჭარაში გვაქვს ტურისტული ნაკადების 25% ზრდა გასულ წელთან შედარებით, შესაბამისად, 4 მლნ-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა რეგიონში და ტურისტული ნაკადების რაოდენობა 4-ჯერ არის გაზრდილი ბოლო 11 წელიწადში, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, რეგიონის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფუნდამენტური ფაქტორია ტურიზმის სწრაფი აღდგენა.

,,გასულ წელთან შედარებით გვაქვს ტურისტული ნაკადების 25% ზრდა აჭარაში, შესაბამისად, 4 მლნ-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა რეგიონში და ტურისტული ნაკადების რაოდენობა 4-ჯერ არის გაზრდილი ბოლო 11 წელიწადში. ასევე, მდგრადია შემოსავლები ტურიზმიდან, რაც გვაძლევს საშუალებას ბიუჯეტი დავგეგმოთ იმ ძალისხმევით, ყველა იმ ღონისძიებით, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის, ტურისტული ლოკაციების შექმნას, ტურისტული ატრაქციების მოწყობას. ასევე აღვნიშნავ, რომ მაღალმთიან აჭარაში გვაქვს მნიშვნელოვანი 20%- იანი ზრდა ტურისტული ნაკადების, შესაბამისად, სწორი მარკეტინგული ძალისხმევით და საიმიჯო ღონისძიებებით შევძლებთ, რომ აჭარა გადავაქციოთ ოთხი სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტურისტების ვიზიტების რაოდენობა რეგიონში 2012 წლის მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით, ოთხჯერ არის გაზრდილი.

მათივე ინფორმაციით, ხოლო 9 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია 25.3%-ით. მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტებზე ვიზიტების რაოდენობა კი 20% -ით გაიზარდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება