ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სადაც კაფე „სავანეს“ დემონტაჟი მიმდინარეობს, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სადაც კაფე „სავანეს“ დემონტაჟი მიმდინარეობს, ხმაურია.

ადგილზე აღსრულების პოლიცია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შევიდა და კაფეს დემონტაჟი მიმდინარეობს.

აღნიშნულის გამო ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას, რის საფუძველზეც პოლიციამ ერთი პირი ადგილზე დააკავა.

კაფეს მფლობელებს და და მერიას შორის დავა წლებია გრძელდება. საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დავა მერიის სასარგებლოდ გადაწყვიტა, გადაწყვეტილების თანახმად, კაფეს დემონტაჟი დღეს დაიწყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება