თინა ბოკუჩავა - „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა სატელიტებმა სიურეალისტურ რუსულ ოცნებებს თავი დაანებონ

„ქართულმა ოცნებამ“ და მისმა სატელიტებმა სიურეალისტურ რუსულ ოცნებებს თავი დაანებონ - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული, ევროპული კოალიციური ხელისუფლება ეყოლება, - ასე პასუხობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა უმრავლესობაში შემავალ "ხალხის ძალას, რომლის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებისთვის "საუკეთესო პერიოდი იქნება".

ბოკუჩავას თქმით, ადგილი აქვს რუსული პროპაგანდის გაგრძელებას, რასაც 11 წლის მანძილზე ვისმენთ და საინტერესო არ არის.

„აპელირებენ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, რომლის შინაარსიც არ იციან. არ გამოვრიცხავ "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც ხელი შეუშალა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივებს, რუსული ნარატივის პედალირებისთვის ასეთი კომისია შექმნას.

ისინი რუსული სქემით მოქმედებენ და რუსულ საქმეს აკეთებენ. დღეს "რუსული ოცნება" კრემლის გზავნილებს აჟღერებს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება