„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მხარდაჭერით, ფოთელი მოსწავლეები ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ფორუმში მონაწილეობდნენ

ევროპის 20 ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი თბილისში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის საერთაშორისო ფორუმს დაესწრო, სადაც „ეიპიემ ტერმინალს ფოთის" მხარდაჭერით ფოთის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფორუმში მონაწილეობა მივიღე, არამარტო ჩემს თანაქალაქელებს დავუახლოვდი, არამედ უცხოელებსაც დავუმეგობრდი და მსოფლმხედველობა გავიფართოვე. ახლა უკვე შემიძლია მივმართო ჩემს გამოცდილ უცხოელ მეგობრებს და ვკითხო რჩევა, რათა ჩემს ქალაქშიც საინტერესო აქტივობები განვახორციელო”, - აღნიშნა ფორუმის მონაწილე მატილდა გვათუამ.

კიდევ ერთი მონაწილის თაზო ჩაჩიბაიას თქმით, ,ევროპის პარლამენტის ფორუმის შესახებ სწორედ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მეშვეობით გაიგო.

,,ევროპის პარლამენტის ფორუმის შესახებ გავიგე „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ფეისბუქ გვერდიდან და რადგან სულ მინდოდა, რომ მონაწილეობა მიმეღო ღონისძიებაში, სადაც სხვა ევროპული კულტურის ხალხს გავიცნობდი, შევავსე აპლიკაცია. ვფიქრობ, ყველა ფოთელი, ვინც ფორუმზე იყო, დღეიდან უფრო აქტიურად ჩაერთვება ქალაქში არსებულ სამოქალაქო ინიციატივებში“, - აღნიშნა ფორუმის მონაწილე თაზო ჩაჩიბაიამ.

ფოთის პორტის ინფორმაციით, „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი“ (European Youth Parliament (EYP) უნიკალური საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ხელს უწყობს ევროპელ ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდული პოლიტიკის წარმართვაში, გაეცნონ განსხვავებული კულტურისა და ეროვნების ახალგაზრდების მოსაზრებებს და ერთობლივად იმუშაონ საერთო ევროპული და გლობალური პრობლემების გადასაჭრელად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს