ივანე ჩხაიძის განცხადებით, გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბავშვი აქტიურია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადანერგილი კანზე დაკვირვება.

„ბავშვს ტემპერატურა არ აღენიშნება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადანერგილ კანზე დაკვირვება, კონტროლდება ყველა ის პარამეტრი, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციას უკავშირდება. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება. ბავშვი აქტიურია, ერთობა სათამაშოებით, საკვებს იღებს. ველოდებით განმეორებით ოპერაციას, რომელიც იანვარში ჩაუტარდება“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, 15 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მეზობელთან ერთად ცდილობდა დაკბენილი ბავშვის მანქანაში ჩასმას და კლინიკაში გადაყვანას, ძაღლი მეორე, ორი წლის ბავშვს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება