ზურაბ აზარაშვილმა ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ დაათვალიერა

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ დაათვალიერა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაწესებულება, ერთდროულად, 400-მდე ბავშვსა და 18 წლამდე მოზარდს ემსახურება, რომლებსაც ნეიროგანვითარებით, ქცევით თუ ემოციურ სირთულეებზე ორიენტირებულ თერაპიულ მომსახურებებს სთავაზობს. ცენტრის მიზანი ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობაა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარებმა კომბინირებული თერაპიების სერვისის მიღება, კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ერთ სივრცეში შეძლონ.

„ცენტრში ფუნქციონირებს ხელოვნებისა და მუსიკის, ფიზიკური და სენსორული, მეტყველებისა და ქცევითი თერაპიის მიმართულებები. „კარავში“ მოქმედებს „მშობელთა სკოლაც“, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო და მხარდამჭერ აქტივობებში.

ბენეფიციარებს სპეციალური თერაპიები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტში“ უტარდებოდათ. დაწესებულების დახურვის შემდეგ, მომსახურების უწყვეტობის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სახალხო დამცველთან კოორდინაციით, „ევექსმა“, ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გახსნა, რომელიც 6 დეკემბრიდან ფუნქციონირებს.

ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ნეიროგანვითარების ცენტრი, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, საქართველოს კაპიტალის (GCAP) თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა, „ევექსის“ დირექტორმა გიორგი გორდაძემ, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგიამ დაათვალიერეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს