ირაკლი კუპრაძე - „ქართული ოცნება“ საერთოდ არ გრძნობს დისკომფორტს, როცა რუსეთი დამატებით სამუდამოდ ისაკუთრებს საქართველოს ტერიტორიას რაღაც გაურკვეველი ხელშეკრულებებით

„ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი საერთოდ არ ანაღვლებს, რადგანაც ისინი კრემლის ინტერესებს ემსახურებიან.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დუმს ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით.

„ცალსახაა, რომ ახლა, საგარეო-საერთაშორისო ველზე უნდა იყოს განგაშის ზარები ატეხილი იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორია რუსებზე უვადოდ არ გასხვისდეს, რაც ნიშნავს ოკუპაციის სხვა ეტაპზე გადაყვანას. ეს გაურკვეველი ხელშეკრულებები იქნება უდიდესი პრობლემა, თუ ამ ყველაფერს დაუშვებს საქართველოს ხელისუფლება, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ეს საკითხი არ ანაღვლებს, ემსახურებიან კრემლის ინტერესებს და საერთოდ არ გრძნობენ დისკომფორტს, როდესაც რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე შედის, იჭრება და დამატებით სამუდამოდ ისაკუთრებს რაღაც გაურკვეველი ხელშეკრულებებით საქართველოს ტერიტორიას, რომელიც აუცილებლად იქნება ერთიანი საქართველოს ნაწილი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი