„სილიკონ ველი თბილისი“ და BTU საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებენ

„სილიკონ ველი თბილისი“ და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებენ. „ციფრული წიგნიერება ახალგაზრდების ინტეგრაციისა და განვითარებისთვის“ BTU-ის Junior Tech პროგრამის გაგრძელებაა, რომელსაც უნივერსიტეტი UNICEF-თან და 20-მდე პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს, კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების ციფრული უნარების გაზრდას, მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობასა და მათთვის ერთ-ერთ მთავარ უფლებაზე - განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. პროექტი, ასევე, ეხმაურება აღნიშნული ახალგაზრდების დასაქმებასთან/კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებულ პერსპექტივებს.

პროექტის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიური კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, შეირჩევა 30 მონაწილე, განხორციელდება 5 თვიანი სასწავლო-მოსამზადებელი პროგრამა და კარიერული Booth camp - ღონისძიება დასაქმებისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის, ასევე, მიღებული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ.

პროექტის ამოცანაა, ციფრული წიგნიერებისა და ტექნოლოგიური უნარების გაზრდის გზით, გაუმჯობესდეს პროგრამაში ჩართული მონაწილეების მდგომარეობა, გაიზარდოს მათი საზოგადოებაში რესოციალიზაციისა და ინტეგრაციის შესაძლებლობები და მონაწილეთა დასაქმების პერსპექტივა. ამ ამოცანის მისაღწევად, პროექტის განხორციელებაში, დარგის პროფესიონალებთან ერთად, ჩართულები იქნებიან კერძო სექტორის წარმომადგენლები - მხარდამჭერი კომპანიები და ინდ. მეწარმეები, რომლებიც პროექტის მონაწილეებს გაუწევენ მენტორობას და მისცემენ რჩევებს კარიერული განვითარების შესახებ.

პროექტის განხორციელების ვადებია: 05.02.2024 - 28.06.2024.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს