ომბუდსმენი - მიხეილ სააკაშვილს თუ დამატებით, სურვილი ექნება სახალხო დამცველის ნახვის, ამაზე უარს არასდროს ვეტყვი - მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, იანვარში კონსილიუმს უწევს შესვლა და იტყვიან, რა მდგომარეობაშია

მიხეილ სააკაშვილმა იცის და მისთვის ნათქვამი მაქვს, თუ დამატებით, სურვილი ექნება სახალხო დამცველის ნახვის, ამაზე უარს არასდროს ვეტყვი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც იოსელიანი განმარტავს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის და ის გაუმჯობესებულია.

მიხეილ სააკაშვილთან, როცა სახალხო დამცველი გავხდი, მაშინ ვიყავი, მოვინახულე. მას შემდეგ არ შემიწყვიტავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. პერიოდულად, მასთან ჩემი მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი შედის და რაც მთავარია, 3 თვეში ერთხელ კონსილიუმი მიდის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს, შემდეგ კი, დასკვნას საჯაროდ ვაქვეყნებთ. მიხეილ სააკაშვილმა იცის და მისთვის ნათქვამი მაქვს, თუ დამატებით, სურვილი ექნება სახალხო დამცველის ნახვის, ამაზე უარს არასდროს ვეტყვი. თუმცა, ჩემთვის, როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი კრიტიკული აღარ არის, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. იანვარში უკვე კონსილიუმს უწევს შესვლა და დამატებით უკვე კონსილიუმი იტყვის, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. ის ბუნებრივია, გამორჩეული პატიმარია, თუმცა, უფლებების კუთხით, ის თანაბარი უფლებებით სარგებლობს, ისევე როგორც სხვა პატიმრები. როცა სააკაშვილთან სანახავად მივედი, ყველა პატიმარი მოვინახულე, რომელიც იმ დაწესებულებაში იყო. მიუხედავად იმისა, ვინ არის ადამიანი, უფლებების კუთხით, ყველას თანაბარი გვაქვს. ბუნებრივია, ის ყოფილი პრეზიდენტია და მასზე მეტი ინტერესი იქნება მედიის მხრიდან, თუმცა, ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის მსჯავრდებულების უფლებების დაცვა თანაბრად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს იოსელიანი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს