ბიზნესები, რომლებიც „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ანგარიშს 31 დეკემბრამდე გახსნიან, სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ის ბიზნესები, რომლებიც ბიზნეს ანგარიშს 31 დეკემბრამდე გახსნიან, „საქართველოს ბანკის“ სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთავაზების ფარგლებში, 31 დეკემბრის ჩათვლით გახსნილ ბიზნეს ანგარიშზე ბიზნესები 3 თვის განმავლობაში, „საქართველოს ბანკის“ სტანდარტული ან ჭკვიანი ტერმინალით ფიქსირებული საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ. გარდა ამისა, მიიღებენ შესაძლებლობას, 29 თებერვლის ჩათვლით, ლარის გამავალ ოპერაციებზე გადახდილი საკომისიო ქეშბექის სახით ყოველთვიურად დაიბრუნონ. (მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით).

ბიზნეს ანგარიშის ციფრულად გახსნის შემთხვევაში კი, მომხმარებლები საჩუქრად მიიღებენ და 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ ბიზნეს პაკეტის ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა: ბიზნეს ინტერნეტბანკი, ბიზნეს მობაილბანკი, SMS ბანკი, შეტყობინების სერვისები და სხვა.

„ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა მომხმარებლებს ის შეთავაზებები მივაწოდოთ, რაც მათ ბიზნეს საჭიროებებსა და მოთხოვნებს პასუხობს. ამჯერად, ბანკი იმ ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებიც 31 დეკემბრამდე გახსნიან ბიზნეს ანგარიშს „საქართველოს ბანკში“, სხვადასხვა ბენეფიტს სთავაზობს. მათ ექნებათ შესაძლებლობა 3 თვის განმავლობაში ყოველგვარი საკომისიოს გარეშე ისარგებლონ „საქართველოს ბანკის“ ტერმინალით და ამავდროულად მიიღონ ყოველთვიური ქეშბექი, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს უკან დაბრუნებული თანხა კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარონ. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს ისეთი პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ, რაც მათ საკუთარი ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება.“ - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ ბმულს

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს