რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ეკატერინა დუნცოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების აკრძალვას მხარი დაუჭირა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ეკატერინა დუნცოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების აკრძალვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკატერინა დუნცოვა ავრცელებს.

ეკატერინა დუნცოვამ თავის „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა, რომ რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

დუნცოვამ განაცხადა, რომ ახლა იგი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია სურთ.

შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეკატერინა დუნცოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მის მიერ წარდგენილ საბუთებში დაშვებული შეცდომების გამო, არ მისცა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება