მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 32-ე სხდომა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თავმჯდომარეობით, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 32-ე სხდომა გაიმართა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე 2021-2030 წწ. მიგრაციის სტრატეგიის 2024 წლის სამოქმედო გეგმა მიიღეს. ამასთან, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელმა მოხსენება წარადგინა 2024 წლისთვის, გაერო-სა და IOM-ის როგორც გლობალურ, ისე საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამუშაო მიმართულებებზე, ასევე, ინტეგრაციის საკითხებზე.

„სხდომას კომისიის წევრ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, პარტნიორი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს.

კომისიას, რომელიც 9 სახელმწიფო უწყებას აერთიანებს, იუსტიციის სამინისტრო თავმჯდომარეობს, ხოლო თანათავმჯდომარეა შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება