ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ციფრული პროექტი მოამზადა

უცხოელ და ქართველ მოგზაურებთან კომუნიკაციის ხელშეწყობისა და უკუკავშირის მიღების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ციფრული პროექტი მოამზადა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელექტრონული კითხვარების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მოხდება სხვადასხვა ტურისტული პროდუქტის და მომსახურების დონის შეფასება,

მათივე ინფორმაციით, ტენდენციების და საჭიროებების იდენტიფიცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა საკითხზე 4 000 მეტ შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, უცხოელ და ქართველ მოგზაურებს საშუალება აქვთ ადმინისტრაციას 24 - საათიან რეჟიმში, ცხელ ხაზზე 0 800 800 909 დაუკავშირდნენ.

ცხელ ხაზთან ერთად მუშაობს საინფორმაციო ელექტრონული ფოსტა. feedback@georgia.travel“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება