თსუ-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საინფორმაციო კუთხე გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საინფორმაციო კუთხე გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე, მის გამჟღავნებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და სამსახურის საქმიანობის შესახებ მიიღონ ინფორმაცია.

„სტუდენტებისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ანბანი, რომელსაც ინფორმაციულის გარდა ფუნქციური დატვირთვაც აქვს. შემნახველი სათავსოები (ე.წ ,,ლოქერები'') ტელეფონის დამტენებითაა აღჭურვილი, რაც სტუდენტებს პირადი ინფორმაციის მატარებელი მობილური ტელეფონების უსაფრთხოდ დამუხტვის საშუალებას აძლევს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საინფორმაციო / ფუნქციური კუთხე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ და დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძემ გახსნეს.

ლელა ჯანაშვილმა სტუდენტებთან ყურადღება გაამახვილა პერსონალური მონაცემების დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თქმით, მომავალი წლიდან მსგავსი საინფორმაციო კუთხეები თბილისისა და რეგიონების სხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებშიც განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. სტუდენტები და ზოგადად ახალგაზრდები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს სამსახური მუდმივად ახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო