ანონსი  28 დეკემბერი

28 დეკემბერს,11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება. ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესები."

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში საჯარო სხდომა გაიმართება.

კომისია განიხილავს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სატარიფო საკითხებს.

მის: ა. მიცკევიჩის N19.

28 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს კინოინსტიტუტი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც სტრატეგიას წარადგენს, თუ როგორ აპირებს არსებული გამოწვევების ფონზე, ქართული კინოს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებას. ამავდროულად ინსტიტუტი მედიას გააცნობს, თუ რა კონკრეტულ აქტივობებს გეგმავს ბერლინალეზე.

მის: გერონტი ქიქოძის 16, ეზო.

28 დეკემბერს, 12:30 საათზე, საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზთან, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე ბროფინგს გამართავს.

თემა: „უფასო კვება სკოლებში“.

საკონტაქტო: ანა წითლიძე 599 852 460

28 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების მოედანი #2

28 დეკემბერს, 18:00 საათზე, ქ. თელავში სასტუმრო „ჰაპოში“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარტიის ლიდერებთან ერთად, თელავის ორგანიზაციის წევრებს შეხვდებიან.

მის: ქ. თელავი, სასტუმრო „ჰაპო“

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება